საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები თავისუფლები არიან
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანანოდ დაკავებული ორი პიროვნება უკვე თავისუფალია.
შემთხვევა 30 აპრილს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანთან მოხდა. ოკუპანტებმა ჩიტო ახალკაცი და გოჩა მამაგულაშვილი უკანონოდ დააკვეს, თუმცა ახლა ორივე მათგანი უკვე საქართელოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არიან.
"საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.
ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს აქტიურ მუშაობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად", - ნათქვამია განცხადებაში.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები