"შვილთან ერთად ცხოვრობდა, საძინებელში ნახეს გარდაცვლილი" - ახალი დეტალები 36 წლის მოკლული ქალის შესახებ

04-05-2023
დავით ჯანდიერი
Aa

თბილისში, 36 წლის ქალი განსაკუთრებული სისასტიკით ნათესავმა მოკლა. 41 წლის კაცმა ახალგაზრდა ქალი ხელკეტისა და ელექტროშოკის გამოყენებით მოკლა.

დაკავებული დანაშაულს აღიარებს, მკვლელობის სავარაუდო მიზეზად კი ეჭვიანობა სახელდება.

მეზობლების თქმით, 36 წლის ქალი ქმარს იყო გაშორებული და სახლში ბავშვთან ერთად ცხოვრობდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ქალთან ხშირად მოდიოდნენ ნათესავები და სულ ჩხუბის ხმა ისმოდა.

„რომ ამოვიარე შემოღობილი იყო უკვე, ბევრი პოლიციელი იყო და რაღაცას ეძებდნენ. დღემდე არ ვიცი, რა მოხდა. მეუღლე არ ყავდა, შვილი დარჩა". - ამბობს მეზობელი.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 აპრილს, ბრალდებულმა თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ნათესავზე - 1986 წელს დაბადებულ მ.ბ.-ზე ფიზიკურად იძალადა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები