ახალი მეთოდი კიბოს დასამარცხებლად - წამალი, რომელიც ყველაზე საშიშ კიბოსაც კლავს

04-05-2023
ლექსო ნოზაძე
Aa

"interestingengineriing.com" კიბოსთან ბრძოლის ახალ მეთოდზე წერს, რომლის წყალობითაც ექსპერიმენტულმა ჯგუფმა სწორი ნაწლავის კიბო დაამარცხა.

ეს იყო მცირემასშტაბიანი კვლევა, რომელიც ნიუ-იორკის კეტერინგის კიბოს ცენტრის ექიმების ორგანიზებით ჩატარდა.

პაციენტები 6 თვის განმავლობაში იღებდბებ წამალს, სახელად დოსტარლიმაბს. საბოლოოდ კი 16-მა მათგანმა კიბო დაამარცხა.

ასევე, საუბარია კიდევ ერთ, ახალ ნაერთზე, რომელიც ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევრის, იუნგ-მო აჰნის მიერაა შემუშავებული. აღნიშნული ნაერთი რთულად სამკურნალო კიბოსაც კლავს. მათ შორის კი, სამმაგ ნეგატიურ ძუძუს კიბოს.

ამჟამინდელ კვლევაში აჰნმა და მისმა კოლეგებმა ახალი ნაერთი გამოსცადეს, რომლის სახელდოდებაც ERX-41-ია.

კვლევის შედეგების მიხედვით, ნაერთის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ სისმისვნე დაპატარავებას იწყებს. საბოლოოდ კი მოლეკულა მას მთლიანად ანადგურებს.

კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ნაერთი ეფექტურია სხვადასხვა ტიპის სიმსივნის წინააღმდეგაც, მათ შორის, თავის ტვინის კიბოს შემთხვევაშიც.

ამ მეთოდის კლინიკური კვლევები მალე დაიწყება.

წყარო: primetime.ge


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები