ჯარიმა 300 ლარი ან პატიმრობა - პარლამენტმა ახალი კანონი დაამტკიცა

ლექსო ნოზაძე
Aa

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდესქსში შესატან ცვლილებას, რომლის თანახმადაც, საზოგადოებრივ ადგილებზე არსებული ინფრასტრუქტურის დაზიანება 300-დან 500 ლარამდე ჯარიმას ან 5 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

მომქედი კანონმდევლობის მიხედვით, სახელმწიფო ქონების დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში, პირს პასუხისმგებლობა მხოლოდ მაშინ დაეკისრება, თუ დაზიანებული ნივთის ღირებულება 150 ლარზე მეტია.

ახალი კანონით კი, სკვერში, გზაზე, პარკში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში ნებისმიერი ინფრასტრუქტურის განზრახ დაზიანება, 300 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.

განმეორებით შემთხვევაში უკვე აღნიშნული თანხა 500 ლარამდე ავა ან პასუხისმგებელი პირს 5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები