რას მოუტანს 2023 წლის დეკემბრის თვის ენერგია თითოეულ ადამიანს

10-12-2023
სახელი არ არის მითითებული
Aa

ჩინური ასტროლოგიის მიხედვით, დეკემბერი ხის ვირთხის თვეა, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ თვეს დინამიკური ენერგია აქვს და არაერთი ცვლილების წინაშე დაგვაყენებს.

როგორც ასტროლოგები ამბობენ, დეკემბერი დინამიკის, აქტიურობის, მუდმივი სოციალური კონტაქტების დროა. გაზრდილი ენერგიისა და აქტივობის ფონზე, დიდი შანსია, რომ დროდადრო, კომუნიკაციის პრობლემა წარმოიშვას, რაც კონფლიქტსა და დაპირისპირებებს გამოიწვევს. ამიტომაც, მთავარი რჩევაა, რომ დეკემბერში რადიკალური და იმპულსური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ.

დეკემბერში არსებობს ორი განსაკუთრებით საყურადღებო თარიღი - 14 და 25 დეკემბერი, როცა ჯობს საქმეები გადადოთ და დრო მშვიდად გაატაროთ, არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები და კონტრაქტების გაფორმება.

როგორც ასტროლოგები ამბობენ, დეკემბერი ერთი დიდი აურზაურის თვეა, როცა შეგიძლიათ, სცადოთ ყველაფერი, რასაც აქამდე ვერ ბედავდით, ან არ გამოგდიოდათ. ეს შესანიშნავი თვეა, საკუთარი შესაძლებლობები, უნარები სრულად წარმოაჩინოთ. თუკი ყურადღებით იქნებით და იმპულსურ გადაწყვეტილებებს არ მიიღებთ, შეგიძლიათ, დეკემბრის თვის ენერგია პროდუქტიულად გამოიყენოთ. რადგანაც, მმართველი სიმბოლო თითოეულ ადამიანს სიმტკიცესა და თავდაჯერებულობას შემატებს.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები