"ახლოდან იყო ნასროლი და ბევრი ტყვია მოხვდა" - რა ინფორმაცია ვრცელდება გოგებაშვილის ქუჩაზე დაჭრილ მამაკაცზე

ლექსო ნოზაძე
Aa

გოგებაშვილის ქუჩაზე დაჭრილი გიჩო მარგველაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ახალი ცნობები ვრცელდება.

როგორც ირკვევა, დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბლიურად მძიმეა.

37 წლის მამაკაცს დაზიანებები ორივე ფეხში აქვს მიყენებული.

"პაციენტი შემოყვანილ იქნა გადაუდებელ მიმღებ განყოფილებაში. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ბარძაყის, მუხლის და წვივის არეში. ახლოდან იყო ნასროლი და ბევრი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. ამ მომენტისთვის  სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება." - განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, რომ სროლის დროს დაიჭრა კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც მაღაზიაში იმყოფებოდა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები