ცაგარელი: "საახალწლო სუფრაზე ეს აუცილებლად უნდა იდოს"

20-12-2023
სახელი არ არის მითითებული
Aa

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ცნობილმა ქართველმა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა საახალწლო სუფრაზე ისაუბრა.

მისი თქმით, სუფრაზე უნდა იდოს როგორც ხარის, ასევე ვეფხვის ზოდიაქოსთვის დამახასიათებელი საკვები:

"პირველ თებერვალს, დილის 9 საათსა და 47 წუთზე, შემოვა საქართველოში ვეფხვის წელი. ჩვენ წინასწარ შევხვდებით მას 31 დეკემბერს და თუ საშუალება იქნება, შეგვიძლია ყველაფერი გავიმეოროთ პირველ თებერვალსაც.

პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ პირველ თებერვლამდე ჯერ კიდევ ხარის წელიწადი გრძელდება და მას არ უნდა ვაწყენინოთ. სუფრაზე უნდა გვქონდეს ორი სიმბოლო: როგორც ხარის, ასევე ვეფხვის. პირველი თებერვლიდან დარჩება უკვე მარტო ვეფხვი. 31 დეკემბერს ხარს წინ უნდა დაუდოთ მწვანილი, ხოლო ვეფხვს - პატარა ნაჭერი უმი ხორცი, რათა პატივი მივაგოთ მათ", - ამბობს ცაგარელი.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები