სპეცოპერაცია აღმაშენებლსი გამზირზე - საქმე, სავარაუდოდ, "ქოლ-ცენტრებს" უკავშირდება
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
წყაროს ინფორმაციით, სპეცოპერაცია, სავარაუდოდ, "ქოლ-ცენტრების საქმესთანაა" კავშირში.
როგორც ირკვევა, ოფისიდან დალუქული ტექნიკა უკვე გაიტანეს.
სამართალდამცავების თქმით, ადგილზე ანონიმური მესიჯის საფუძველზე მივიდნენ. ოფისის კარი დაკეტილი იყო, თუმცა სამაშველო სამსახურის დახმარებით, ისინი მაინც შევიდნენ.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები