რა კომენტარს აკეთებს გოგებაშვილის ქუჩაზე დაჭრილი გიჩო მარგველაშვილის მამა
გუშინ, გოგებაშვილის ქუჩაზე რამდენიმე გასროლა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაიჭრა
ერთ-ერთი დაჭრილი გიჩო მარგველაშვილია, რომელიც თეატრალური უნივერსიტეტის რექტორის, გოგი მარგველაშვილის შვილია.
დაჭრილის მამამ "ტვ პირველთან" კომენტარი გააკეთა.
"მთელი ღამე საავადმყოფოში ვიყავი და დღეს რამეზე პასუხი მექნება? არ ვიცნობდი არც საბა გახოკიას და არც მის ოჯახს. ბიზნესმეწილეები ივნენ თუ არა ისიც არ ვიცი. არ მაქვს ინფორმაცია წარსულში თუ იყო მათ შორის რაიმე დაპირისპირება. ახლა რეანიმაციაშია, მძიმე დაზიანებები აქვს, ამიტომაც ჯერ ა რ გამოუკითხავთ" - განაცხადა გოგი მარგველაშვილმა.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები