"ყველას არ აქვს ის სიამოვნება, იტალიაში მესაზღვრე რომ ამას მოგაძახებს" - ნიკო კვარაცხელიას დედა ხვიჩას ჩემპიონობას ულოცავს

ლექსო ნოზაძე
Aa

ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონობას სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება.

"იტალიის, ნეაპოლის, ჩვენი ქვეყნის, თითოეული ოჯახის და ყველას გულის ჩემპიონია ოქროს ბიჭი.

ასე ერთიანი და ასე გახარებული კიდევ მრავალჯერ ყოფილიყოს ჩვენი ქვეყანა. წარმატების გზაზე გევლოს მთელი ცხოვრება, ხვიჩა.

P.S. ყველას არ აქვს ის სიამოვნებასასაზღვრო პუნქტზე პასპორტს რომ აჩვენებ იტალიაში და მესაზღვრე მოგაძახებს 5 პასპორტის მერე Tutti Kvaratskhelia- იაო!

იმრავლოს კვარავხელიას გვარმა" - წერს იზა ომაძე.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები