"მეორე ჯიბიდან "მაკაროვის" ტიპის იარაღი ამოიღო" - გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ირკვევა

05-05-2023
ლექსო ნოზაძე
Aa

გუშინ, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის შემდეგ დაცვის ინსპექტორი დააკავეს, რომელმაც საბა გახოკია მოკლა.

აღნიშნული პიროვნების უფლებადამცველმა "ინტერპრესნიუსთან" ისაუბრა.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფნა გასროლა თავის დაცვის მიზნით განახორციელა."

"ამბობს, რომ ჯერ გასროლის ხმა გაიგონა და შემდეგ დაინახა როგორ ესროლაო, პირველი რაც გავაკეთე, ვუთხარი შეჩერდი პოლიციააო და იარაღის დაგდებისკენ მოვუწოდე."

"ამის შემდეგ კი მან მეორე ჯიბიდან მაკაროვის ტიპის იარაღი ამოიღო, რა დროსაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა თავის დაცვის მიზნით გაისროლა. მას განზრახული არაფერი ჰქონია, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში იმყოფებოდა." - ამბობს ადვოკატი.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები