"რა მოტივით მომიკლეს შვილი, სად არის მისი საათი?" - რას სთხოვს ნიკო კვარაცხელიას დედა შს მინისტრს?

გიორგი გელაშვილი
Aa
"რა მოტივით მომიკლეს შვილი, სად არის მისი საათი?" - რას სთხოვს ნიკო კვარაცხელიას დედა შს მინისტრს?

ნიკო კვარაცხელიას დედამ შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა, თუ სად არის მისი შვილის საათი.

გთავაზობთ იზა ომაძის პოსტს:

"მოგმართავთ ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე , იქნებ ნიკო კვარაცხელიას საათის შესახებაც პირადად თქვენ ფლობთ ინფორმაციას ან პირადად თქვენთან ინახება, საათი რომელიც ქალაქის ცენტრში დახვრეტილ ახალგაზრდას მოპარეს და ალბათ სამომავლოდ შანტაჟისთვის გადაინახეს! ან იქნებ ისიც მითხრათ მეორე საქმედ გამოფილი ნაწილი როდის აღსრულდება, ყველაფერს აქვს დასასრული, მოთმინებით, ქრისტიანული მორალის დაცვით და განსაზღვრული უფლებებით მივუყვები საქმეს მაგრამ საპირისპიროდ ჩვენ განადგურებული დედები თითქოს ვტყუით (ან ვიღაცში სინდისის და სულის ერთმანეთთან შეჯახებით სიმართლე რომ აღმოიფრქვევა, ის უკვე ცრუობს)


არა ბატონო მინისტრო! ამაზე უკვე ვეღარ დაგეთანხმებით, ვეღარ დაგიჯერებთ რომ თქვენ ნიკო კვარაცხელიას საქმეს გახსნით და ხელისგულზე დადებულ საქმეს ოდესმე ბოლომდე მიიყვანთ!


იქნებ ძიება შეწყვიტეთ კიდეც, ან დამკვეთებს და მათ ხელშემწყობებს მომავალი ტერორისტული აქტისთვის ამზადებს მავანი!!!
ვითხოვ პასუხს, პირადად თქვენგან ასე ღიად და საჯაროდ, სად არის ჩემი შვილის საათი, რა მოტივით მომიკლეს შვილი და როდის აღსრულდება სამართალი???


ქრისტიანულად მე განადგურებულმა დედამ მათ შევუნდე და დავძინე კიდეც ამ ქვეყანაში დაე ნიკო იყოს ბოლო და უკანასკნელი მეთქი მაგრამ საპასუხოდ რა მივიღე???


ორი წელი გადის და საქმე არ მიგიყვანით ბოლომდე მაშინ როცა ერთ საათში სრულიად საქართველომ იცოდა რომ ნიკო კვარაცხელია მოუკლეს ქვეყანას როგორც წარმატებული ახალგაზრდა!!!


დღეებია არ ცხრება ინტერესი იქნებ ნიკოც რამე სახით იყო ქოლცენტრებთან დაკავშირებულიო, ნამდვილად არა, მაგრამ ნიკო და თავისი გუნდი, მისი თანატოლი ახალგაზრდები უდავოდ იქნებოდნენ რისხვა ყველა უკანონო ქმედებისა ამ ქვეყანაში, ამიტომაც ესროლეს, მაგრამ ვერ მოკლეს!", - წერს ნიკო კვარაცხელიას დედა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები