პიროტექნიკის გამო ბათუმში ორმა ადამიანმა თითები დაკარგა
ახალი წლის დღეებში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 2 ადამიანი მძიმედ დაშავდა.
როგორც ირკვევა, ბათუმში ორმა ადამიანმა პიროტექნიკის გამოყენებისას თითები დაკარგა. დაზარალებულებს შორის არიან 40 წლის კაცი, რომელმაც 1 თითი სრულად, ხოლო მეორე ნაწილობრივ დაკარგა, მეორე კი 25 წლის მამაკაცი, რომელმაც ასევე თითები დაიზიანა.
ჟურნალი "ბათუმელების" ინფორმაციით, ამ უკანასკნელს თითი საავადმყოფოში გადაყვანამდე ჰქონდა დაკარგული.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები