"ბავშვებს გარკვეულ ასაკამდე ზრდიდა და შემდგომ ამერიკაში ყიდდა. თუ ვინმე იცნობთ..." - თამუნა მუსერიძე განცხადებას ავრცელებს

ლექსო ნოზაძე
Aa

თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც იგი კონკრეტული პიროვნების პოვნაში დახმარებას ითხოვს.

"დღეს დილით ჯგუფს ვეძებ (vedzeb) 2003 წელს ამერიკაში გაყიდული ქართველი გოგონა დაუკავშირდა. ეს გოგონა ბიოლოგიურ ოჯახს ეძებს. ოჯახი ვიპოვეთ და ეხლა ამ ქალბატონს ვეძებთ.

ფოტოზე აღბეჭდილია ნინო მგალობლიშვილი. წლების განმავლობაში ქალბატონი ნინო დედამისთან ერთად მუხიანის ბინაში ბავშვებს გარკვეულ ასაკამდე ზრდიდა და შემდგომ ამ ბავშვებს ამერიკაში ყიდდნენ. თუ ვინმე იცნობთ ამ ქალბატონს, ძალიან გთხოვთ დამაკავშირეთ." - წერს თამუნა მუსერიძე.

ამასთან, ზემოთ აღნიშნული ჯგუფის დამფუძნებელი ადასტურებს, რომ ეს ინფორმაცია ასი პროცენტით სანდოა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები