"განყოფილებაში ვიმყოფები", - გიორგი ნაზღაიძის საგანგებო მიმართვა

06-01-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

ორბელიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გიორგი ნაზღაიძესა და მის მეგობრებს რამდენიმე ადამიანი ცივი იარაღით დაემუქრა.

საბედნიეროდ, დაზარალებულები არ არიან, თუმცა დაზიანდა იმ ადამიანის მანქანა, რომელმაც ნაზღაიძის დახმარება სცადა.

მომხდართან დაკავშირებით გიორგი ნაზღაიძემ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა:

„მეგობრებო ყველას დიდი მადლობა, ყველას ასეთი ყურადღებისთვის და გვერდში დგომისთვის. ბოდიშს გიხდით რომ ვერ შევძელი პასუხების გაცემა ამ ეტაპზე. ახლა ისევ ვიმყოფები განყოფილებაში და სხვა დეტალებს ეტაპობრივად გაგაგებინებთ!!

დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან“,- წერს გიორგი ნაზღაიძე. 


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები