"ექიმები ყველაფერს აკეთებენ" - როგორია სოლისტის, გიორგი ხუნაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

გიორგი გელაშვილი
Aa

ანსამბლმა "ბასიანმა" სოლისტის, გიორგი ხუნაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით განცხდება გაავრცელა.

"ჩვენი ანსამბლის სოლისტს და მეგობარს, გიორგი ხუნაშვილს კორეაში შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა, გადავიყვანეთ კლინიკაში, გაუკეთდა აპენდექტომია.

ექიმები ყველაფერს აკეთებენ მისი გამოჯანმრთელებისთვის.

გთხოვთ, თავი შეიკავოთ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან, ყველა მნიშვნელოვან ამბავს მისი ჯანმრთელობის შესახებ შეგატყობინებთ.

მადლობა მხარდაჭერისთვის, ყველაფერი კარგად იქნება.

ხუნა", - ვკითხულობთ "ბასიანის" განცხადებაში.

შეგახსენებთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუსიკოსი კორეაში გასტროლზე, პერიტონიტის დიაგნოზით გახდა ცუდად და შემდეგ კომაში იყო.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები