"გულმა უგრძნო თუ არ ვიცი რა იყო, მან გადამარჩინა" - დავით ტურაშვილის ემოციური კომენტარი
ცნობილმა ქართველმა მწერალმა დავით ტურაშვილმა გულზე მძიმე ოპერაცია გაიკეთა, რის შემდეგაც საზოგადოებას პირველად მიმართა.
“ყველას უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა. განსაკუთრებული მადლობა კი დიტო აბდუშელიშვილს. ეს არის ადამიანი, რომელსაც შინაგანი მოთხოვნილება აქვს სიკეთის კეთების მიმართ. უცნაურად შემომიჩნდა შენი ფერი არ მომწონსო.
მართალი აღმოჩნდა... ამის მერე დიტომ მითხრა იმ ექიმზე, რომელიც ისრაელში მოღვაწეობდა, იმას გააკეთებს, რასაც სხვაგან ვერ გაგიკეთებენო.
მართლაც საოცარი ექიმი იყო, ჯარისკაცის მამაში რომ დაღლილი ქირურგია იმას ჰგავდა. მკითხა აქამდე როგორ ჩამოაღწიეო. არ ვიცი... დიტო აბდუშელიშვილს ალბათ გულმა უგრძნო თუ არ ვიცი რა იყო, გადამარჩინა”, - ამბობს დავითი.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები