"პირველად ვიგრძენი, რას ნიშნავს ამერიკაში ცნობილ ადამიანად ყოფნა" - ნუცა ბუზალაძის ახალი ამბავი
ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალური ქსელში ახალ სთორის აქვეყნებს და გამომწერებს საინტერესო ამბავს უზიარებს.
ნუცას თქმით, მას აეროპორტში უცხო ადამიანები ცნობენ, რომლებიც ეუბნებიან, თუ როგორ უყვართ და გულშემატკივრობენ მას.
„მეგობრებო მინდა გაგიზიაროთ… პირველად ჩემს ცხოვრებაში ვიგრძენი, რას ნიშნავს ამერიკაში ცნობილ ადამიანად ყოფნა. საუკეთესო რამ არის… როგორ ველოდი ამას, რომ ოდესმე უცხო ხალხი აეროპორტში ჩემთან მოვიდოდა და მეტყოდა, რომ ვუყვარვარ და მგულშემატკივრობენ?
გულწრფელად, ეს არის საუკეთესო გამოცდილება, რასაც American Idol პროექტის მონაწილეებს აძლევს. უბრალოდ ვზივარ აეროპორტში და ვფიქრობ, როგორი მადლიერი ვარ ამ ყველაფრით“, - წერს ნუცა.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები
