როგორია გიორგი მახარაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - უახლესი ინფორმაცია

გიორგი გელაშვილი
Aa

მომღერალ გიორგი მახარაშვილის მეუღლემ, ლეკა მიქაძემ პოსტი გამოაქვეყნა.

როგორც ლეკა ამბობს, მისი მეუღლე თავს კარგად გრძნობს.

"ბევრი მეკითხება გიორგის ოპერაციისა და ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ. ის იყო ღვიძლის გადანერგვის დონორი. ღვიძლი მეგობარს აჩუქა. გასული კვირა მართლაც რთული იყო, მაგრამ ახლა ის თავს უკეთ გრძნობს.


მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, ეს ჩემთვის სამყაროს ნიშნავს. სიყვარულით ლეკა", - წერს ლეკა მიქაძე.

შეგახსენებთ, რომ მუსიკოსმა, დათო ევგენიძემ თურქეთში ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა და მისი დონორი გიორგი მახარაშვილი გახლავთ.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები