"დიდი ეროვნული უბედურებაა, რაც საპატრიარქომ ამ ბიზნესით ტაძრებს დამართა" - რა პოსტს აქვეყნებს დეკანოზი ილია ჭიღლაძე

ლექსო ნოზაძე
Aa

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"ახალ ტაძრებზე და ახალ ფრესკებზე აღარ ვჩივი, დიდი ეროვნული უბედურება ისაა, რაც ისტორიულ ტაძრებს, განსაკუთრებით ქაშუეთს, ზუგდიდის ვლაქერნას, სვეტიცხოველს და სამთავროს ტაძარს დამართა საპატრიარქომ პარაფინის სანთლის ბიზნესის წყალობით.

"ფოტოზე სამთავროს ტაძარია, იუნესკოს ძეგლი - ერთიანად გაჭვარტლეს და გამურეს ბოლო 20 წელიწადში. თან ხომ ძალიან აქტიური ცენტრია მომლოცველობისა და შესაბამისად ყოველდღე ათი ათასობით პარაფინის სანთელი ინთება და იწვის." - წერს ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები