სისხლიანი ანგარიშსწორება ბოლნისის სტადიონზე - მოკლულია დავით რეხვიაშვილი

ლექსო ნოზაძე
Aa

ბოლნისის სტადიონზე სისხლიანი გარჩევა მოხდა. ადგილობრივებმა ქალაქის შესასვლელთან მომაკვდავი დავით რეხვიაშვილი იპოვეს.

დაზარალებულს მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობა ჰქონდა, რაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა. იგი კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მთავარის ინფორმაციით, ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, რეხვიაშვილს და ბრალდებულს შორის წარსულში დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. თავდასხმამდე კი მათ შორის სტადიონზე კიდევ ერთი კონფლიქტი მოდა.

ბრალდებულმა კონფლიქტის ადგილი დატოვა და შემდეგ სტადიონზე შეიარაღებული მივიდა.

როგორც ირკვევა, ბრალდებული უკვე დაკავებულია.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები