"თოფი გამოიტანა და დაახალა" - უმძიმესი ტრაგედიასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ირკვევა
გუშინ, ბოლნისში საზარელი მკვლელობა მოხდა.
შემთხვევა ერთ-ერთ სტადიონზე მოხდა, სადაც შელაპარაკების საფუძველზე ბრალდებულმა დავით რეხვიაშვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები ირკვევა.
კერძოდ, ადგულოვრივები მედიასთან შემდეგ რამეს ამბობენ.
"შელაპარაკება მოუვიდათ, შემდეგ წავიდა ბრალდებული სახლში, გამოუტანია თოფი და დაახალა. მეზობლები არიან ბრალდებულიც და მოკლულიც."
როგორც ირკვევა, დავით რეხვიაშვილი მომაკვდავი იპოვეს და სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები