"საწოლსაა მიჯაჭვული", - როგორ მდგომარეობაშია გიორგი მამალაძე გათავისუფლების შემდეგ
"ციანიდის საქმეზე" დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.
ამის თაობაზე ინფორმაცია დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ სოციალურ ქსელში დაწერა:
"7-წლიანი ტანჯვა-წამების შემდეგ, ჩემი ძმა დეკანოზი გიორგი მამალაძე თავისუფალია", - წერს თორნიკე.
როგორც ირკვევა, გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მის გათავისუფლებას კი მოულოდნელად აფასებენ. ამის შესახებ განცხადება დეკანოზის ნათესავმა გააკეთა:
"მძიმედაა, საწოლსაა მიჯაჭვული, თუმცა, ალბათ, გადარჩება. მისი გათავისუფლება მოულოდნელი იყო."
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები