"ბევრი დარდი ჩამყვა ოპერაციის დროს.. მათ შორის ხვიჩაზე მაბრალებდნენ, რომ..." - რას ამბობს დათო ტურაშვილი
დათო ტურაშვილი მცირე პაუზის შემდეგ ფორმულას ეთერში გამოჩნდა. მოგეხსენებათ, მწერალმა გულის ოპერაცია გაიკეთა.
"სანამ თელ-ავივის კლინიკაში აღმოვჩნდებოდი, რა აღარ დამაბრალეს, თითქოს მხედრიონელი, მკვლელი ვიყავი."
"მათ შორის ისიც დამაბრალეს თითქოს ხვიჩა კვარაცხელიას ვლანძღავდი."
"ბევრი დარდი ჩამყვა ოპერაციის დროს. აი, რომ ხვდები, რომ შეიძლება ვეღარ მობრუნდე. მათ შორის იყო დარდი ბოლო, ხვიჩას ამბავზე."
"სანამ ამას დამაბრალებდნენ, ხვიჩასთან ჩავედი და მისი მშობლები ვნახე, ორივეს ხელი მოვაწერინა. ქალბატონ მაკას და ბატონ ბადრის მადლობა გადავუხადე, რომ ასეთი შვილი გაზარდეს. ჰოდა რაზე ვინერვიულე, მშობლები რას იფიქრებენ, რა ნაძირალაა ხელს გვაწერინებს და მერე ჩვენ შვილს ლანძღავსო. საშინელი დარდი ჩამყვა ამის." - განაცხადა დათო ტურაშვილმა.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები