დეტალი, რომელიც სამეგრელოში მამის მიერ შვილის გაუპატიურების საქმეს კიდევ უფრო მძიმეს ხდის

დავით ჯანდიერი
Aa

სამეგრელოში სავარაუდო სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილი მამა სამართალდამცველებმა დააკავეს. მას მე-8 კლასელი შვილის გაუპატიურებას ედავებიან.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ოჯახის მეზობელიც, 25 წლამდე ასაკის კაცი, რომელიც ძალადობის საქმეში ფიგურირებს.

მომხდარი ფაქტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, როცა დედამ გოგონას წერილი იპოვა, სადაც იგი თვითმკვლელობას გეგმავდა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

1976 წელს დაბადებულ პ.კ.-ს ბრალი წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურებაში ედება, ხოლო 1995 წელს დაბადებული ტ.თ. არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებითაა დაკავებული.

დანაშაულები 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ პ.კ. არასრულწლოვან შვილთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა სქესობრივ კავშირს. ხოლო ფაქტის გახმაურების შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. მამის მუქარას არასრულწლოვანი რეალურად აღიქვამდა, რის გამოც ის მომხდარს წლების განმავლობაში მალავდა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ არასრულწლოვან გოგონასთან, სქესობრივ კავშირს სისტემატურად ამყარებდა მეზობელი, ტ.თ.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების და წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლისმე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 11 პრიმა 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,” – აღნიშნულია განცხადებაში.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები