ქართველი სტუდენტის დიდი წარმატება - რამდენ ათას დოლარიანი დაფინანსება მოიპოვა მან?

გიორგი გელაშვილი
Aa

ქართველმა სტუდენტმა, მათე ნიორაძემ აშშ-ში, Gettysburg College-ის ეკონომიკისა პოლიტიკური მეცნიერებების სკოლის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის სრული დაფინანსება მოიპოვა. 

როგორც ცნობილია, უნივერსიტეტი მის 4 წლიან სწავლას 290 000 ამერიკული დოლარით დააფინანსებს.

ცნობისთვის, მათე ნიორაძე თბილისის N60 საჯარო სკოლაში სწავლობდა, სადაც სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. 

მან FLEX-ის პროგრამაში მიიღო მონაწილეობა და გაცვლითი პროგრამის ფარგლებში კენის საჯარო სკოლის დამამთავრებელი გამოშვების N1 სტუდენტია. 

მის მიერ გაგზავნილი უნივერსიტეტებში მიღებულ დაფინანსების ჯამური ღირებულება 1 000 000 დოლარზე მეტია. 


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები