17 მაისს საპატრიარქო "ოჯახის სიწმინდის დღესთან" დაკავშირებით მსვლელობას მოაწყობს

ლექსო ნოზაძე
Aa

17 მაისს საპატრიარქო "ოჯახის სიწმინდის დღესთან" დაკავშირებით მსვლელობას მოაწყობს.

ამის შესახებ ინფორმაცია საპატრიარქოს სოციალური ქსელის გვერდმა გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, მსვლელობამდე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, შიო ქაშვეთის ტაძარში პარაკლისს აღასრულებს.

"პარაკლისის შემდეგაც შედგება საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე, სადაც ასევე შესრულდება სამადლობელი პარაკლისი", - წერს საპატრიარქო.

შეგახსენებთ, რომ 17 მაისი ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 2014 წელს კი პატრიარქმა ეს დღე ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა. მას შემდეგ, რაც 2013 წლის 17 მაისს, მრევლისა და სასულიერო პირების მიერ ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქცია ძალადობრივად ჩაიშალა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები