შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან - თოფურია ესპანურ მოქალაქეობასაც მიიღებს

27-02-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

UFC-ს ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია ესპანეთის პრემიერ-მინისტრს პედრო სანჩესს შეხვდა.

შეხვედრამდე თოფურიამ ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ესპანური მოქალაქეობის მიღება მისი ოცნებაა და სურს, პრემიერ-მინისტრსაც გაესაუბროს ამის გამო.

მისი განცხადებიდან მალევე თოფურია სანჩესმა მიიღო და ესპანური მოქალაქეობის მიღებასაც დაჰპირდა:

"მეორე ოცნებაც ძალიან მალე აგიხდება. შენი სიყვარული ესპანეთის მიმართ ესპანეთის მოქალაქეობაში აისახება". - უთხრა პედრო სანჩესმა თოფურიას.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები