"არანაირი მტკიცებულება არ არსებობს" - ლევან მურუსიძის განცხადება

ლექსო ნოზაძე
Aa

აშშ-ს მიერ სანქცირებული მოსამართლე ლევან მურუსიძე განცხადებას აკეთებს, სადაც ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სასამართლო ხელისუფლების მისაკუთრება სურს.

"ეს არის მესიჯი სასამართლო კორპუსის მიმართ. მოსამართლეს ეუბნებიან შემდეგს: ან მიიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რაც ჩვენთვის არის მისაღები, ან ისე მოგექცევთი, როგორც ვექცევით ამ შემთხვევაში ლევან მურუსიძეს."

"არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და ვერავინ დედამიწის ზურგზე ვერ დაამტკიცებს, რომ კორუფციას აქვს ადგილი."

"ელჩმა თქვა, რომ მართლმსაჯულება არ არისო ღამე განხორციელებული ზარები და ქრთამის მიცემაო. თუ ქალბატონმა ელჩმა იცის, რომ ღამის ზარებს ახორციელებს მურუსიძე, ე.ი მისმენენ. ამიტომ, ვთხოვ ელჩს, რომ თუ მას აქვს ინფორმაცია ღამის ზარებზე, გამოაქვეყნოს." - განაცხადა ლევან მურუსიძემ.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები