"თოკიდან რაღაც ნივთის აღებას ცდილობდა..." - ესპანური მედია უმძიმესი ტრაგედიის ახალ დეტალებს ავრცელებს
ესპანეთში მომხდარ უმძიმეს ტრაგედიას, რომელსაც 3 წლის ქართველი გოგონა ემსხვერპლა, ადგილობრივი მედია დამატებით ცნობებს ავრცელებს.
"გოგონა, სავარაუდოდ, ტანსაცმლის საშრობი თოკიდან რაღაც ნივთის აღებას ცდილობდა, რა დროსაც იგი მე-6 სართულიდან გადავარდა."
"საგანგები სიტუაციების საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ბავშვის გადარჩენას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა 1 საათის განმავლობაში ცდილობდა, მაგრამ სამწუხაროდ, საავადმყოფოში შესვლის თანავე 3 წლის გოგონა გარდაიცვალა." - წერს ადგილობრივი მედია.
როგორც ირკვევა, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მცირეწლოვნის დედა მეორე შვილს ამშვიდებდა, გარდაცვლილი კი სასტუმრო ოთახში ეგონა. რა დროსაც ბავშვი აივანზე გავიდა და უბედური შემთხვევაც დატრიალდა.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები