ესპანეთში 3 წლის ქართველი გოგონა ტრაგიკულად გარდაიცვალა - ახალი დეტალები
ესპანეთში უბედურ შემთხვევას 3 წლის ქართველი გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. ბავშვი მეექვსე სართულიდან გადავარდა და გარდაიცვალა.
"უბედური შემთხვევა, რომელსაც 3 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა, ნუება ტორებიეხას რაიონის ტერიტორიაზე მოხდა. გოგონა, სავარაუდოდ, ცდილობდა, ბინის აივანზე, ტანსაცმლის გასაშრობი თოკიდან რაღაც ნივთის აღებას, რა დროსაც მე-6 სართულიდან გადავარდა.
საგანგებო სიტუაციების საინფორმაციო და საკოორდინაციო ცენტრის ცნობით, გოგონას გადარჩენას სასწრაფო დახმარების ბრიგადა ლამის 1 საათი ცდილობდა, სამწუხაროდ, ბავშვი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა", - ვკითხულობთ ადგილობრივი მედიის სტატიაში.
ესპანური მედიის ინფორმაციით, ტრაგედია, სავარაუდოდ, იმ დროს დატრიალდა, როდესაც მცირეწლოვნის დედა მეორე ბავშვის დამშვიდებას სხვა ოთახში ცდილობდა, გოგონა კი სასტუმრო ოთახში ეგულებოდა.
სავარაუდოდ, პატარამ სწორედ ამ მონაკვეთში დატოვა ბინა და აივანზე გავიდა.