"სპილენძის მავთულით გაკერილი ფეხსაცმელი მეცვა და ყველამ დამცინა" - რას იხსენებს გიორგი ნაზღაიძე
ტელეწამყვანმა გიორგი ნაზღაიძემ, კოსტა სანიკიძის იუთუბ არხზე პირადი ცხოვრების მტკივნეული მომენტები გაიხსენა.
"ბიძაჩემი, ფეხსაცმელს რომ აჩუქებდა ჩემს ძმას, ის მერე ეცვა მეორე ძმას, მესამე ძმას და ბოლოს მე. ჩემამდე, რომ მოვიდა ეს ფეხსაცმელი იყო გვერდზე ჩახეული და წვრილი სპილენძის მავთულით მქონდა ამოკერილი, ასე დავდიოდი ქუჩაში.
მე არ მქონდა ის მომენტი, რომ აი გაკერილი მაცვია. ფასანაურში, ერთ-ერთი ჩასვლის დროს ეგ ფეხსაცმელი მეცვა. მახსოვს, ძალიან დამცინეს. ბევრნი ვისხედით და ყველამ დამცინა ხმამაღალი სიცილით. მაგ დროს არ გავბოროტდი. ძალიან დამწყდა გული.
გული მეტკინა, რომ ჩემი გაჭირვება გახდა დასაცინი. რომ გავიზარდე მერე მივხვდი ცხოვრებაში, გაჭირვება კი არა, ბევრი სხვა რამეა დასაცინი", - განაცხადა ნაზღაიძემ.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები