ცნობილია! - რა თანხა გამოიმუშავეს ლუკა მაისურაძემ და ლაშა ბექაურმა მსოფლიო ჩემპიონატზე

12-05-2023
დავით ჯანდიერი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, ყატარის დედაქალაქ დოჰაში გამართულ ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა მაისურაძემ ქართულ ფინალში ლაშა ბექაურს სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.

ჩემპიონმა ლუკა მაისურაძემ 26 ათასი ევრო მიიღო, საიდანაც 5,200 ევრო მწვრთბელს ერგება, დანარჩენს კი თავად მიიღებს.

ვიცე-ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა კი 15 ათასი ევრო მიიღო, საიდანაც 12 ათასი ევრო თავად დარჩება, 3000 ევროს კი მისი მწვრთნელი მიიღებს.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებმა აღნიშნულ მსოფლიო ჩემპიონატზე მე-4 მედალი მოიპოვა. ქართველებს 2 ოქრო 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო აქვთ.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები