ბაღდათში, სკოლის დირექტორის ქმარმა ქვები ესროლა მანქანას, რომელშიც ქალი და ბავშვი ისხდნენ

12-05-2023
გიორგი ზ.
Aa

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხში სკოლის დირექტორის ქმარმა ერთ-ერთი ადგილობრივის მანქანას ქვები დაუშინა. ინციდენტის დროს მანქანაში ქალი და ბავშვი იმყოფებოდნენ.

დაშავებული არავინაა, დაზიანდა ავტომობილის მინები. ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, რის შემდეგაც შეუძლოდ გახდა თავად სკოლის დირექტორის ქმარი. ის კლინიკაში გადაიყვანეს.

ავტომობილის მფლობელი გოგიტა სანიკიძე აცხადებს, რომ ძალადობას წინ მხარეებს შორის კონფლიქტი უძღოდა.

სანიკიძეების შვილი როხის სკოლაში სწავლობდა. მშობლების თქმით, ის დირექტორის მხრიდან ბულინგს განიცდიდა, რის გამოც არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სცადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.



FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები