ვინ არის მამაკაცი, რომლის ფოტო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა
გუშინ, ნინო კვაჭანტირაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მის თავს გადამხდარ ამბავზე წერს.
პოსტში ეწერა, რომ ერთ-ერთმა მამაკაცმა, რომელსაც 5 ფირფიტა წამალი სურდა და აფთიაქში სულ 5 ასეთი წამალი იყო, მან 3 შეიძინა და თქვა, რომ იქნებ სხვასაც დასჭირდესო.
ნინო კვაჭანტირაძე კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს, სადაც უკვე ამ მამაკაცის ვინაობაზე წერს.
„ასობით გაზიარება და კომენტარი ჰქონდა და ერთიც არ იყო განსხვავებული, წერდნენ, ლოცავდნენ ადამიანს, რომელმაც აფთიაქში 5 კოლოფი კლოფაზოლინი ითხოვა. რაკიღა აფთიაქს ზუსტად 5 კოლოფი აღმოაჩნდა, სამი წაიღო და ორი დატოვა- იქნებ დღეს სხვასაც დასჭირდეს, ვისაც ჩემსავით სხვა წამალი არ შველისო. ეს ბატონი ფიზიკოსი, პროფესორი, კომპანია MBC -ს თანამშრომელი ალექსანდრე ჯავრიშვილი აღმოჩნდა.ბატონო ალექსანდრე," სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადი," "ადამიანი ადამიანისთვის დღეა" ჰოდა, დღეს თქვენ ბედნიერებით ამავსეთ და ჩემთან ერთად ათასობით ადამიანი. მე მიხარია იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ალექსანდრე ჯავრიშვილები ცხოვრობენ, ბატონო ალექსანდრე! თქვენ დღევანდელი დღის კი არა, თქვენი მაგალითით ჩვენი ყოფის გმირი ხართ, მე ამ ამბავს ისევ ბევრჯერ მოვყვები, რომ გაიგონ, როგორ უნდა იფიქრო სხვებზეც, რომ მთავარია ჩვენ და არა მე, რომ ჩვენ მარტოები არა ვართ ამ სამყაროში და გზები ერთმანეთით უნდა გავიგნოთ, რომ სიკეთე და სიყვარული გვაერთიანებს... მადლობა ამ პატარა დიიიიდი მაგალითისთვის!პ.ს. როგორც ახლა შევიტყვე, ბატონი ალექსანდრე კომპანია MBC - ს პროექტების მენეჯერია და ამჯერად უსინათლოების პროექტზე მუშაობს!“ - წერს ნინო კვაჭანტირაძე.