"მეგონა ნახევარი კორპუსი ჩაინგრა" - რა მდგოამრეობაშია აფეთქების დროს დაშავებული ქალი?

გიორგი გელაშვილი
Aa
"მეგონა ნახევარი კორპუსი ჩაინგრა" - რა მდგოამრეობაშია აფეთქების დროს დაშავებული ქალი?

თბილისში, თემქაზე აფეთქება მოხდა, რის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა.

როგორც ცნობილია, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა და წყლის გამაცხელებელი აფეთქდა. 

აფეთქების დროს დაშავდა 65 წლამდე ქალი და მას სხეულზე 40%-მდე დამწვრობა აღენიშნება. ის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

"საშინელი ხმა იყო, მე მეგონა ნახევარი კორპუსი ჩაინგრა. 

"კალონკა" ჰქონდა გაფუჭებული და არ ვიცი თვითონ ჩართო თუ რა უქნია, არ ვიცი. დამწვარია და გადაყვანილია საავადმყოფოში", - თქვა მეზობელმა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები