როდემდე გაგრძელდება წვიმიანი ამინდები - ნახეთ, უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

სახელი არ არის მითითებული
Aa

რამდენიმე დღეა საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით კი თბილისში, ნალექიანი ამინდებია.

"პრაიმტაიმთან" საუბარში გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი სვეტლანა ნიორაძე ამბობს, რომ ამინდები გაუმჯობესებას 9 აპრილიდან დაიწყებს:

„თბილისში, დღეს ისევ განახლდება წვიმა. ტემპერატურა დაახლოებით 12-14 გრადუსი იქნება.

9 აპრილიდან უკვე გამოიდარებს, ტემპერატურა მოიმატებს 20 გრადუსამდე დათბება და უფრო მაღალიც იქნება. თუმცა ყოველი დღე მზიანი და უნალექო არ იქნება. ზოგჯერ მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა“, - გვითხრა სვეტლანა ნიორაძემ.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები