ამ ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა - მტკვარში კაცის ცხედარი იპოვეს
რუსთავში, მტკვარში 30 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს.
აღნიშნული ინფორმაცია "ინფო რუსთავმა"გაავრცელა.
კაცის ცხედარი მდინარემ ე.წ. ახალი ხიდის მიმდებარედ გამორიყა, რისი შემჩნევის შემდეგაც, მოქალაქე შესაბამის სამსახურებს დაუკავშირდა.
აღსანიშნავია, რომ ბიჭი 2 კვირის წინ თბილისში გაუჩინარდა და მას ოჯახი ამ ხნის განმავლობაში ეძებდა.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები