"კედელი გახვრიტეს და..." - სამკაულების მოპარვის ბრალდებით საბერძნეთში ქართველი ქალი დააკავეს
საბერძნეთში დააკავეს ქართველი ქალი, რომელსაც ბრალად სამკაულების მოპარვა ედება.
როგორც იწერება, აღნიშნული პიროვნება საბერძნეთში, ერთ-ერთ ოჯახში დამხმარედ მუშაობდა. ძვირადღირებული სამკაულები კი სწორედ ამ ოჯახს მოპარა.
ბერძნული მედიის ცნობით, მან და მისმა თანამზრახველმა ის კედელი გახვრიტეს, რომლის უკანაც სეიფი იყო.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ბრალდებულებს ოჯახის ერთ-ერთი წევრისგან ჰქონდათ. დიასახლისმა დამხმარედ მომუშავე ქართველ ქალს მისი სამკაულები აჩვენა.
მოპარული ძვირფასეულობის საერთო ღირებულება 90 ათას ევრომდეა.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები