ქუთაისი-მამისონის გზის ნაწილზე კლდე ჩამოიშალა - მოძრაობა დროებით შეზღუდულია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავმტომობილო გზის 23- კილომეტრზე კლდე ჩამოიშალა, რის გამოც გზა ამ ჩამონაშალითაა დაფარული.
შედეგად კი ამ მონაკვეთში ყველანაირი სატრანსპორტო მოძრაობა დროებით აკრძალულია.
უწყების ინფორმაციით, ადგილზე შესაბამისი ტექნიკა მობილიზებულია და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები