წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - დაშავებულია სამი ადამიანი

ლექსო ნოზაძე
Aa

წალენჯიხაში, უფრო ზუსტად კი სოფელ ჯგალში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა.

როგორც ირკვევა, მაღალი სიჩქარით მიმავალი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც მანქანა სამჯერ ამოტრიალდა.

სავარაუდოდ, მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამას კი ვითარების ხელმშემწყობი წვიმიანი ამინდი გამოდგა.

როგორც ირკვევა, დაშავებულთაგან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები