"უარი რუსეთს პირდაპირი ფრენების აღდგენაზე" - დღეს პარლამენტთან აქცია გაიმართება
დღეს ძალაში შევა რუსეთის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყეტილება, რომლის მიხედვითაც ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტის წინ აქცია იმართება.
მოქალაქეები რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას აპროტესტებენ.
"უარი რუსეთს პირდაპირი ფრენების აღდგენაზე" - ნათქვამია მაისის სამოქალაქო მოძრაობის განცხადებაში.
ცნობისთვის, აქცია 19:00 საათზეა ჩანიშნული.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები