თხრილში ჩავარდა და… - რა გახდა ზუგდიდში ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალების მიზეზი

ლექსო ნოზაძე
Aa

ზუგდიდში, კერძოდ, ბერიას ქუჩაზე უბედური შემთხვევა მოხდა.

როგორც ირკვევა, ადგილზე ახალგაზრდა ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს, რომელიც ერთ-ერთი ვერსიით თხრილში ჩავარდა.

ზუგდიდში ძლიერი წვიმა იყო, სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი სწორედ თხრილში ჩავარდა და დაიხრჩო.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები