"ობლად გაზრდილო ანგელოზო" - ვინ არის ოზურგეთელი ბიჭი, რომელიც სამსახურში გარდაცვლილი იპოვეს
თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც ირკვევა, დაღუპული 31 წლის გიორგი ბაქანიძეა, რომლის გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.
ოჯახის ახლობელი მას სოციალურ ქსელში ემოციურად ემშვიდობება.
"გიოოოოო ჩემო გიოოო, ჩემო ძმაო ჩემო, შვილო, ჩემი ძამიკოს ობლად გაზრდილო ანგელოზოოო. არც ვიცი რა ვთქვა რა გავაკეთო რა ვუთხრა დედაშენს ვის რა ვუთხრა უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი" - წერს ამირან ბაქანიძე სოც. ქსელში.
როგორც ცნობილია, გიორგი ბაქანიძე თბილისში სამუშაოდ იყო ჩამოსული. იგი ერთ-ერთ ლაბორატორიაში მუშაობდა, გუშინ კი სწორედ სამსახურში გარდაცვლილი იპოვეს.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები