"ტვინის უჯრედების სიკვდილს იწვევს... თავის ძლიერი ტკივილი იწყება" - მოზარდების ახალი უცნაური გართობა, რამაც მშობლებში დიდი შეშფოთება გამოიწვია

ლექსო ნოზაძე
Aa

სოციალურ ქსელში, კერძოდ, ტიკ-ტოკზე ახალი ტრენდი გამოჩნდა, რომელმაც მშობლები შეაშფოთა.

კერძოდ, საუბარია ერთ-ერთ გამოწვევაზე, რომლის დროსაც მოზარდები მახრჩობელა ილეთით სუნთქვას იქამდე იკავებენ, სანამ გონებას არ დაკარგავენ.

ამერიკის შეერთებული შტატების დავადებათა კონტროლის სააგენტოს ცნობით, გასულ წელს ამ ტრენდს 80 ან მეტი ახალგაზრდა ემსხვერპლა.

ამ ე.წ "ჩელენჯის" შემდეგ მოზარდებს კისერზე გარკვეული კვალი რჩებათ, ასევე უსისხლიანდებათ თვალები და ასევე დამახასიათებელია ძლიერი თავის ტკივილი.

გარდა ამისა, როგორც ცნობილია, სუნთქვის ხანგრძლივი შეკავება ტვინის უჯრედების კვდომას იწვევს, რისი აღდგენაც შეუძლებელია.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები