1 000 ლარი თბილისის მერიისგან ერთჯერადად - ვის ეკუთვნის თანხა?

გიორგი გელაშვილი
Aa
1 000 ლარი თბილისის მერიისგან ერთჯერადად  - ვის ეკუთვნის თანხა?

თბილისის მერიისგან 1 000 ლარი ერთჯერადად ყველა იმ მოქალაქეს გადაეცემა, რომელიც 100 წელს არის მიღწეული.  

ბენეფიტის მიღება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისთვის განცხადებით მიმართვის საფუძველზე ხორციელდება.

თანხა ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე დაირიცხება, მომსახურე ბანკიდან პირის მიერ ანგარიშის გახსნის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ.

პირმა თანხის აღებისას უნდაწარმოადგინოს პირადობის მოწმობის ასლი.  

თანხა გადაეცემათ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც საბიუჯეტო წლის განმავლობაში 100 და მეტი წელი შეუსრულდებათ. 


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები