"ორივე პოლიციელი ადგილზე დაიღუპა... ვიღაც მთვრალი დაეჯახათ" - ქარელში შემზარავი შემთხვევა მოხდა
ქარელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი პოლიციელი დაიღუპა, ცნობილია მათი ვინაობაც, გარდაცვლილები ვანო ბასანიძე და ომარ ქარელი არიან.
როგორც ირკვევა, გაჩერებულ საპატრულო ეკიპაჟს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი შეეჯახა და შედეგად, ორივე პოლიციელი ადგილზე დაიღუპა.
„არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გ.ლ. დიდი სიჩქარით მოძრაობდა ქარელის რაიონში და საავტომობილო გზის გვერდულზე მდგომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა, რის შედეგადაც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ ავტომანქანაში მსხდომი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები: 1972 წელს დაბადებული ომარ ქარელი და 1992 წელს დაბადებული ვანო ბასანიძე. სამართალდამცველებმა გ.ლ. დააკავეს“, - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები