"გამწარებული დედის საშინელმა კივილმა შეძრა სოფელი" - ქარელში მომხდარი საზარელი შემთხვევასთან დაკავშირებით პირველი განცხადება კეთდება
დღეს, ქარელში უმძიმესი ავარია მოხდა, რომლის შედეგადაც ორი პოლიციელი დაიღუპა.
საავტომობილო მაგისტრალის გვერდულზე მდგომ გაჩერებულ პატრულის მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი შეეჯახა, რა დროსაც ორი პოლიციელი ადგილზე დაიღუპა.
"საშინელი დილა გაუთენდა დღეს ჩემს მშობლიურ სოფელს,გამწარებული დედის საშინელმა კივილმა შეძრა სოფელი,დილა უთენია,პირი გააღო საშინელმა ბნელმა სიკვდილმა და ორი ახალგაზრდა შეიწირა,ორივე კარგი ბიჭი,ჩვენი ვანო,კეთილგულა ბიჭი იყო,მამაჩემის ნათლული,უბოროტო და ალალი,დიდი სხეულით დაქონდა,ესოდენ დიდი გული,მშვიდი,უწყინარი და კარგი მეგობარი იყო,ერთად დავდიოდით მათემატიკის წრეზე და მისი ფარული,იუმორი ხასიათს მიკეთებდა ყოველთვის,ალალი ბიჭი იყო ვანო,გაიზარდა,უმაღლესი დაამთავრა და საპატრულოში დაიწყო მუშაობა,ბოლო პატრულირება მისთვის მძიმე და საბედისწერო აღმოჩნდა,იმიტომ რომ კიდევ ერთმა მთვრალმა მძღოლმა იმსხვერპლა ჩვენი ვანო და მისი მეწყვილე,კიდევ ერთმა არადამიანმა,ჩემს მეზობელ სოფელსაც შავი მეხი დაატყდა თავს,იქაც მიასვენეს ვანოს მეწყვილე,იქაც დედის კივილმა შეძრა სოფელი,ვტირივართ და ვგლოვობთ ჩვენს ბიჭებს,ვიღაც კი ამ დროს ისევ უჯდება ნასვამი საჭეს,და ისევ მორიგ მსხვერპლს აქცევს გვამად,.....უბედური დღე გათენდა ჩემს სოფელში,ჩემი პატრა სკოლის ზარი დღეს არ დაირეკება,ყველა ვგლოვობთ ვანოს,ჩვენს კეთილგულა ბიჭს...." - წერს ნატალია კახიაშვილი.
შსს-ს განცხადების მიხედვით, ბრალდებული 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პიროვნებაა, რომელიც დიდი სიჩქარით მოძრაობდა და შედეგად, ორი პოლიციელის სისოცხლე იმსვერპლა.