"მითხარით, რომ სასწაული არაა...მამა აფხაზეთის ომში დაიღუპა, ეს კი მისი შვილია, რომელმაც ის დროშა ვახტანგ გორგასალს დააჭერინა"

გიორგი ამილახვარი
Aa

"გუშინ არ დავწერე გურამის ნებართვის გარეშე. დღეს უკვე ვნახე, რომ სხვებმა დაწერეს და დავამატებ:

ეს კარგი ბიჭი ჩვენი დათუნა ხუციშვილის ვაჟია, გურამ ხუციშვილი. Გახსოვთ, 9 აპრილის შესახებ ფილმში კუბოკრულპერანგიანი ლამაზი ბიჭი კისერზე შემოსმული შვილით. აი ის პატარაა ეს გურამი❤ Ჰოდა, მოდი და სიმბოლოებს ნუ დაუჯერებ: მამა აფხაზეთის ომში დაიღუპა, აფეთქებულ ვერტმფრენში იჯდა. ვაჟმა მისი "დანატოვარი" სიმბოლური დროშა ვახტანგ გორგასალს დააჭერინა ხელში!

მითხარით, რომ ეს სასწაული არ არის!" | წერს მარინე ბერიძე სოციალურ ქსელში კაცზე, რომელმაც გორგასლის ძეგლზე საქართველოს დროშა დაამაგრა


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები