"უფალმა დამტოვა იმისთვისაც, რომ შენ დაგაბრუნო სოხუმში" - დათო ევგენიძის ემოციური პოსტი
მოგეხსენებათ, დათო ევგენიძემ თურქეთში ღვიძლის ტრანსპლანტაცია გაიკეთა.
მუსიკოსმა სოციალურ ქსელში მეუღლეზე პოსტი გამოაქვეყნა:
"მინდა გითხრათ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის. ეს ჩემი ნინოა, რომელმაც მაჩუქა ის სიცოცხლე და სიყვარული, რის გამოც დღეს ცოცხალი ვარ. სწორედ ამიტომ ხდებოდა სასწაულები, რამაც გადამარჩინა. ნინო უფალმა გამომიგზავნა და ჩემი ანგელოზია.
მე გადავრჩი იმისთვის, რომ შენ მყავდე ბედნიერი. მიყვარხარ, ნინო. მაპატიე, თუ ოდესმე გაწყენინე. შენი დათო. ნინ, ისიც მინდა იცოდე, რომ მე უფალმა დამტოვა იმისთვისაც, რომ შენ დაგაბრუნო სოხუმში. დიდება უფალს", - წერს ევგენიძე.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები